“ოცნების ახალი სახე არის ლადო კახაძე რომ ყავთ, სოლოლაკის ბაზრობაზე ახალი ნაყიდი მონა ბიძინას მიერ, ჩემზე რომ ლაპარაკობს მამას არცხვენსო. ლადო არა გრცხვენია? “პრესტუპნიკების” გაყვანილი დეპუტატი ხარ. არ გრცხვენია ამას რომ ლაპარაკობ? და საერთოდ ენა დაიმოკლე როცა მამაჩემს ახსენებ. რა იცი შენ მამაჩემის შესახებ? ერთადერთი ის იცი რომ მისი წიგნებიდან ციტატებს იპარავ და მერე სუფრაზე სადღეგრძელოებში ყვები. დაოკდი. შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა და გააგრძელე არღნის ჩიტობა. ბიძინას არღნის ჩიტი ხარ შენ. მეორეჯერ მამაჩემი არ ახსენო და საერთოდ მოერიდე ჩემთან შეხვედრას. ეს ახლად გამოჩეკილი მამლუქი ბიძინასი ესა. უსირცხვილო შენ, როგორ არ გრცხვენია ნამუსზე და ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ. მეშოკივით დაგდეს პარლამენტში. მთელი ხელისუფლება დარბოდა და ძლივს გაგათრიეს იქ”
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გუბაზ სანიკიძე; გადაცემაში “ბარიერი”;
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძის სიტყვებისთვის მამამისს ძალიან შერცხვებოდა. კახაძის განცხადებით, სანიკიძის განცხადება, რომ ივანიშვილი მტერია, კაცობის ზღვარს ცდება.