ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების გამო შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, მათი ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, “ჩეზეს” სისტემის პისტოლეტი და “ჰეკლერ-კოხის” სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

იტვირთბა....