ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე მუშაობის პროცესი იქნება ინკლუზიური – კარლ ჰარცელი

ახლა მაგიდაზე დევს ვალდებულება, გაიარონ 27 რეკომენდაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშიდან – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა, გარკვეული შეშფოთება დატოვა საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის – ევროკავშირისთვის.

“მოხარული ვარ ამ შეხვედრაში მონაწილეობით, რომელიც ფოკუსირებულია წინა არჩევნების საკითხების გაგრძელებაზე. მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების, რომელმაც გარკვეული შეშფოთება დატოვა საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის – ევროკავშირისთვის. რეკომენდაციები გაწერეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშში, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლის საფუძველზე ახლა მაგიდაზე დევს ვალდებულება, გაიარონ ეს 27 რეკომენდაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰერცელი იმედოვნებს, რომ პროცესი ინკლუზური იქნება.

“ჩვენი საწყისი წერტილია, მივესალმოთ, რომ პროცესი იწყება, რადგან დრო შეზღუდულია და შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა გვქონდეს, რომლის შემდეგაც, როგორც ვიცით, არჩევნების წელი იწყება. ეს გადამწყვეტი ამოცანაა და მოხარული ვარ, რომ ახლა იწყება. ეს არ იქნება იოლი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ იქნება ინკლუზიური პროცესი, სადაც მონაწილეები, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, სააგენტოები და სამინისტროები იქნებიან ჩართულნი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

იტვირთბა....