ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია ხარაგაულში – დაზიანებულია ხიდები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში, ძლიერი წვიმის შედეგად, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა, ჩაწყვეტილია ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. მდინარე ჩხერიმელას ადიდების გამო, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ასევე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო.

იტვირთბა....