მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს. ასევე, ნახეთ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სადაც ერთი ერთში თანხვედრაშია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ხედვები, რომ ეს არის, ერთის მხრივ, ძლიერი ეკონომიკური პროექტი და მეორე მხრივ, საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია. ამიტომ ხელისუფლება განაგრძობს ანაკლიის პორტის მხარდაჭერას და ამ პროექტში მონაწილეობას, რათა ანაკლიის პორტი წარმატებით განხორციელდეს. ანაკლიის პორტის მიმართ ორი მიზიდულობის ფაქტორი არსებობს. ერთი, ის მიმზიდველია ყველასთვის, როგორც ეკონომიკური პროექტი და მეორე, ის ყურადღების ცენტრშია, როგორც საქართველოსთვის გეოსტრატეგიული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ თავის პარტნიორებთან ერთად დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ბარიერს ერთად გადავლახავთ და ანაკლიის ბანკის პროექტი წარმატებით განხორციელდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა.
მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებასაც საქართველოსგან ითხოვს. ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანაა. პომპეომ, ასევე, ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობასაც.