ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოპმეოს განცხადების მიღმაც ძალიან გაილახა საქართველოს ხელისუფლება, მეტი რა უნდა გითხრას ამერიკამ? – ლაგაზიძე

დავიწყოთ იქიდან, როგორ იყო პომპეოს ტონი. ტონი იყო არადიპლომატიური. ოღონდ არადიპლომატიური იყო რუსეთთა და ჩინეთთან მიმართებაში. ჩვენ, არადიპლომატიურ ენაზე, დიპლომატის მიერ გვეთქვა, რომ რუსეთისა და ჩინეთის პროტექტორატში საქართველოს გადასვლას არ დავუშვებთ. გვეთქვა ის, რომ რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ ბატონობას შავ ზღვაზე, არ დავუშვებთ. ამავდროულად, ამავე ტექსტით, ძალიან არადიპლომატიურ ენაზე, როგორც ჩანს დიპლომატიურად ვერ გავიგეთ, გვეთქვა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბატონობას შავ ზღვაზე არ დავუშვებთ. ამაზე მეტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა უნდა გითხრას?, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ამერიკის სახელმწიფო მდვინის მაიკ პომპეოს განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ლაგაზიძის განცხადებით, პომპეოს განცხადებებიდან ჩანს, რომ ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ეცდება ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაში დაარწმუნოს.

“ხაზს ვუსვამ – არადიპლომატიურ ენაზე. როგორც ჩანს, არაერთხელ იყო მცდელობა დიპლომატიურად ამის თქმის. სხვა ქვეყნის დიპლომატი როდესაც გეუბნება მეორე ქვეყანაზე, რომ იმის ეკონომიკური გავლენა დაგანგრევსო – ჩინეთზე ვსაუბრობ, როგორ უნდა ამოუყვანო ყელში, რომ ასე ღია ტექსტით დაგიწყოს ლაპარაკი. ამას რამდენი წინსმწრები დიალოგი უძღოდა, რომელიც ზედაპირზე არაა ამოსული – გადასარევად ხვდებით.ფაქტობრივად, არადიპლომატიურ ენაზე, გიკრძალავენ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობას, როდესაც საქმე სტრატეგიულ ობიექტს ეხება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მესიჯი და დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ტონით გვეცნობა ეს.

მეორე, ამავდროულად, გვეცნობა, რომ თუ ამას არ გაითვალისწინებთ, კარს არჩევნებია მომდგარი და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, გვეცნობა, რომ სასამართლო ხელისუფლებას უნდა მივცეთ თავისუფლება.

პომპეოს განცხადებებიდან პირველი რა განცდაც დამეუფლა იყო ის, რაც 2012 წელს სააკაშვილს ამერიკიდან ორჯერ უთხრეს, რომ დემოკრატიულად უნდა ჩაატარო არჩევნები. ასეთივე განცდა დამეუფლა ახლაც, რომ ამერიკა 2020 წლის არჩევნებით  უკიდურესად დაინტერესებული იქნება. როგორც ჩანს, პოპმეოს განცხადების მიღმაც ძალიან გაილახა საქართველოს ხელისუფლება. ჩვენებმა ბევრი დიპლომატიური საუბრის შემდეგ, აიძულეს ამერიკა სახალხოდ მთელი მსოფლიოს თვალწინ მოემართათ ჩვენთვის.

დღეს წავიკითხე თავქეიფა კობახიძის განცხადება, რომ ჩვენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კომისიას ვქმნითო. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ პომპეოს ღია ბრიფინგამდე, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად გაილახა. პრინციპში ამერიკა ეცდება 2020 წლამდე პროპორციულ არჩევნებზე დაითანხმოს საქართველოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი კი პოლიტიკურ კლიმატს შეცვლის ქვეყანაში”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებასაც საქართველოსგან ითხოვს. ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანაა. პომპეომ, ასევე,  ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობასაც.

“დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

იტვირთბა....