მინდა მივულოცო ბატონ მამუკას აშშ-ში წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს იმას, რომ ის რეფორმები, ის წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მიაკ პომპეოს განცხადება, უმაღლესი შეფასება იქნა გაკეთებული მისი მხრიდან
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას მისცა.