მთავარი სოციალური ქსელი

კვიციანი – აღვრიცხოთ ვინ ვართ ეროვნულები, გავაკეთოთ ჯგუფები და ერთმანეთს გავუგზავნოთ პირადში

“დიდება ღმერთს!!!
გამარჯობა საქართველო!!!
ეროვნული ძალების გასათიშად ძალისხმევას არ იშურებს მტერი. მტერი უგულო, მაგრამ ბევრად მრავალრიცხოვანი,  ჭკვიანი და დიდი ბიუჯეტის მქონეა. ეროვნულ ძალებს კი გული დიდი გვაქს, მაგრამ გვაკლია ის, რაც მათ ჭარბად აქვთ. ეროვნულ ძალებში ისე ჩანერგავენ აგენტურას, რომ შეუძლებელი ხდება გაერთიანება, ისედაც დასუსტებული, გათიშული, გულიანი ეროვნული ძალების.

რაღაც ისეთი გვაკლია, რომელიც გვაქ და ვერ ვპოულობთ საკუთარ თავში, რაღაცა უნდა ვქნათ ისეთი, რომელიც ყველას შეგვაჩერებს და მოგვახედებს. ერთმანეთთან ჯიბრი ერისა და ქვეყნის სიყვარულში ცუდი არაა, მაგრამ შეჯიბრის დროს ერთმანეთის ჯიკავი უზნეობაა და ეს რამეფრად უნდა შევაჩეროთ. მოვიფიქროთ ყველამ ჩვენ ჩვენი ვერსია,როგორ შეიძლება ეს მოხდეს,რით შევიჩეროთ საკუთარი შეცდომები, რომლებიც ერთმანეთისკენ მიმავალ გზას გვიბლოკავს?! მოდით, ასე ვქნათ, ჯერ აღვრიცხოთ ვინ ვართ ეროვნულები, ვინ არ დაიხევს საჭიროების შემთხვევაში უკან და ვინ გაწირავს თავს სამშობლოსათვის. ყველამ გავაკეთოთ ჩვენ-ჩვენი სია, სია ჯგუფების და არა ცალკეული პირების, ერთმანეთს გაუგზავნოთ პირადში და არა საჯაროდ. შევიკრიბოთ მხოლოდ ლიდერები ამ ჯგუფების და მოვიფიქროთ რამე ყველასთვის სასარგებლო. განაწყენება გადავდოთ განზე ერთი დღით მაინც. ვფიქრობ, ვრცელ ჩამონათვალიდან აუცილებლად დარჩება პატარა,მაგრამ სუფთა და ძლიერი ერთმუშტად შეკრული ძალა, რომელსაც ხალხი გაყვება! სწორად დაწყებული საქმე ნახევრად გაკეთებულია.

პ.ს.ეხება ყველას, ვისაც საქართველოს ტერიტორიების გასხვისებაში და ქართულ სისხლში არა აქვს გასვრილი ხელი”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....