76 ქალი, რომელიც კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაიჭრა გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, ელზა გამრელიძე ქმარმა თავში არეში დაჭრა.
საგარეჯოში 85 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლი. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესულ მეზობელ დედა-შვილს.
მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.