მთავარი ციტატა

“ყველაფერზე, რაც ცეკამ ჩაიდინა, პასუხისმგებლობა ეკისრება ვოლსკისაც” – ბოკერია

 

“ერთადერთი ხალხი, ვისაც არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნისა და მორალის კითხვის უფლება, არის ფაშისტური რეჟიმი და კომუნისტური რეჟიმი, ცეკას ინსტრუქტორი,რომელიც 9 აპრილის შემდეგაც კი არ გადადგა, მორალს ვერ წამიკითხავს. არსებობს სიტყვები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს. მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეკისრება ყველაფერზე,რაც მაშინ მოხდა, როცა ხელისუფლებაში ვიყავი,ასევეა ვოლსკიც, ყელაფერზე, რაც ცეკამ ჩაიდინა, პასუხისმგებლობა ეკისრება ვოლსკისაც”

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრაველსობის წევრმა, გია ვოლსკიმ, სხდომისას გიგა ბოკერია გააკრიტიკა და მისი მისამართით აღნიშნა, რომ “ქვეყანაში ბევრი პატრიოტია, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნით არ გაუუპატიურებია”; “გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო”, – მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსის” ეთერი

იტვირთბა....