ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დააგეს ისეთი იატაკი, სადაც ბურთი ვერ ხტუნაობს”- გორის სპორტის სასახლის დირექტორი

ჩემი ინფორმაციით, იატაკს ვერ აგებენ, ტენდერიც არ გამოცხადებულა ჯერ, როგორც გავიგე ერთ თვეში გეგმავენ გამოაცხადონ ტენდერი იატაკის დასაგებად. ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში დაასრულებენ ამ ყველაფერს.- აღნიშნა გორის სპორტის სასახლის დირექტორმა, ბორის გოგიჩაიშვილმა რადიო “მოზაიკასთან” საუბარში.

ცნობილი ხდება, რომ ტენდერი, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების დასრულებას გულისხმობს, ჯერ არ გამოცხადებულა.

“ჩემი ინფორმაციით, იატაკს ვერ აგებენ, ტენდერიც არ გამოცხადებულა ჯერ, როგორც გავიგე ერთ თვეში გეგმავენ გამოაცხადონ ტენდერი იატაკის დასაგებად. ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში დაასრულებენ ამ ყველაფერს. მოგეხსენებათ კანადური კომპანია იყო, რომელმაც ეს ობიექტი ააშენა, დააგეს ისეთი იატაკი, სადაც ბურთი ვერ ხტუნაობს და სპორტული შეჯიბრებებისთვის ვერ გამოდგება. სწორედ ამაზე იყო დავა, რომ ეს თავიდანვე იყო პირობაში ჩადებული, ახლა პარკეტია დასაგები და ა.შ. რაც შემეხება მე, ა(აიპ) სპორტის სასახლის დირექტორი კი ვარ, მაგრამ არც ხელფასი მაქვს დ არც თანამშრომლები მყავს. რადგან ჯერ მუნიციპალიტეტზე ეს შენობა გადმოცემულიო არ არის” – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გორის სპორტის სასახლე 2017 წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო. შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, გორის სპორტკომპლექსის გახსნა წლის ბოლომდე გადაიდო.
იტვირთბა....