ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიხეილ გორბაჩოვი – სერიალ „ჩერნობილში“ ზოგიერთი ფაქტი გამოგონილია

gorbachev

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის თქმით, სერიალ „ჩერნობილში“ წარმოდგენილი ზოგიერი ფაქტი გამოგონილია. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება.

გორბაჩოვის განცხადებით, მას არასდროს გაუცია განკარგულება, რომ მეცნიერ ვალერი ლეგასოვისთვის გმირის წოდება არ მიენიჭებინათ.

„მე ასეთი განკარგულება არ გამიცია. ჩემს გარდა ეს არვის შეეძლო. ეს გამოგონილია“, – განაცხადა გორბაჩოვმა.

ეიჩ-ბი-ოუს“ მინი სერიალ „ჩერნობილის“ მიხედვით, საბჭოთა მეცნიერი ვალერი ლეგასოვი სასამართლოში ჩვენებას აძლევს. შემდეგ მას „კა-გე-ბე“ აკავებს. სიუჟეტის მიხედვით, ლეგასოვს ჩერნობილის ავარიის შესახებ საუბარს უკრძალავენ და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მინიჭებულ ჯილდოს ართმევენ.

ვალერი ლეგასოვი საბჭოთა მეცნიერია, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის მიზეზებს იძიებდა. ის ორჯერ იყო წარდგენილი სოციალისტური შრომის გმირის წოდებაზე, თუმცა ჯილდო ვერ მიიღო. ლეგასოვმა 1988 წელს თავი მოიკლა.

იტვირთბა....