ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. რომელის წევრებიც, სავარაუდოდ, კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძე იქნებიან. პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.
ახალი პარტიის პრეზენტაცია 11 ივლისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ ერთი თვის წინ „დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა. კოტე კემულარია კი, ენმ-ის ყოფილი წევრია. ის, ასევე, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი იყო.