სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი, რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მოემზადებიან მომდევნო არჩევნებისთვის, და ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლის.
„თავისუფალი დემოკრატები” და „ევროპული საქართველო” გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობებს ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაგრძელებთ კოორდინაციას დასავლური ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ არჩევნების გზით შევცვლით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე ლიდერობს.