მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს 18 105 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 41.23% იყო.
როგორც ცესკო განმარტავს, ეს მაჩვენებელი პირველი ტურის შედეგს თითქმის შვიდი პროცენტით აჭარბებს.
მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 20:00 საათისთვის დაიხურა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი.