aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივს, ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯერებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ ყველა ერთად ვიზეიმებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათი რიტორიკა ნათლად ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ისინი გარდაუვალი მარცხისთვის სწორედ ამ გზით ცდილობენ წინასწარ თავის გამართლებას.

ჩვენო თანამოქალაქეებო, მთაწმინდელებო, გთხოვთ მაქსიმალურ აქტიურობას, თითოეული თქვენგანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ. მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

იტვირთბა....