მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სოციალური ქსელი

ოლიგარქი დაემხო – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა – შარაშენიძე მოლდოვას მოვლენებზე

“მოლდოვას გამო ჟრიამულია – ოლიგარქი დაემხოო.

ისევ, როგორც გვჩვევია, ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ – ოლიგარქის პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორეს, მაგრამ საამისოდ პროევროპულ პარტიას კოალიციაში შესვლა მოუხდა სოციალისტურ (პრორუსულ) პარტიასთან.

მართალია, კოალიციურ მთავრობაში ბევრი ღირსეული ხალხია, მაგალითად იგივე ნიკუ პოპუსკუ. მაგრამ როგორ იმუშავებენ ისინი პრორუსებთან ჯერ გაურკვეველია.

ამასობაში კი კონსტიტუციურმა სასამართლომ სოციალისტ პრეზიდენტ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა ჩათვალა რა რომ პრეზიდენტს პარლამენტი უნდა დაეთხოვა. ანუ, სასამართლო ახალ მთავრობას არ ცნობს.

ასე რომ ჟრიამული და ტაშ-ფანდური ნაადრევია.

ოლიგარქი დაემხო – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა”

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. თუმცა, დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იგორ დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას დროებით ჩამოაშორა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პაველ ფილიპს დაავალა, ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა.

რაც შეეხება პარლამენტს, მათ პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადეს.

იტვირთბა....