ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოდლოვა –  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტი დაითხოვა, პარლამენტმა კი ის უზურპატორად გამოაცხადა

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იგორ დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას დროებით ჩამოაშორა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პაველ ფილიპს დაავალა, ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა.

როგორც დოდონი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ხელისუფლების უზურპაციაა“ და დასძინა, რომ „შიდა და საგარეო მობილიზაციას აპირებს.

რაც შეეხება პარლამენტს, მათ პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადეს.

პარლამენტმა შესაბამისი დეკლარაცია მიიღო, რომლითაც პაველ ფილიპის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა უკანონოდ გამოაცხადა.

პარლამენტის წევრების თქმით, ისინი აპირებენ, დასახმარებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართონ.

იტვირთბა....