ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს.

„ეს არის გაყალბების სქემა. ინფორმაცია გადის უბნიდან, გვარებს აპლიუსებენ. ვინც არ არის მოსული, ურეკავენ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ“,- განაცხადა მარიამ მკალავიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენლის, თამარ ნიშნიანიძის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული სიცურიეა.

„ეს გოგო არის მატყუარა. პირველი ამომრჩეველი რომ მოვიდა, თავად გამოართვა პირადობა და შეამოწმა სახელი და გვარი. მე დამკვირვებელი ვარ და მაქვს უფლება, დავაკვირდე არჩევნებს. სახელი და გვარები ისედაც გამოკრულია კედელზე“,- აცხადებს არასამთავრობოს წარმომადგენელი თამარ ნიშნიანიძე.

იტვირთბა....