ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო უბნებიდან დისტანცირებაზე რეგულაციები წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებიდან გარკვეულ დისტანცირებას, კობახიძე განმარტავს, რომ აღნისნული რეგულაციები წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა, თუმცა მმართველი გუნდი საკითხზე საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას იმსჯელებს.

„თუ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩევლის მობილიზებაზე, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, რომ ამომრჩევლის მობილიზებამ არ შეიძინოს რაიმე ტიპის ზეწოლის სახე და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან, თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება, უბრალოდ ხორციელდება ამომრჩევლის მობილიზება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი, რომ აქტივობა არის მნიშვნელოვანი და რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია საარჩევნო პროცესისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებსაც და ისინიც აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ ამას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზება და ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ. თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, ვიცით, რომ ამ კუთხით იყო საარჩევნო რეგულაციები დაწესებული და ეს რეგულაციები მოიხსნა წინა ხელისუფლების დროს. ამასთან, დაკავშირებით გვექნება მსჯელობა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დისტანცია არ არის დადგენილი და ზოგადად, ამომრჩევლის მობილიზება კი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პრაქტიკაა“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....