aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის ოკუპაციიის გაგრძელება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია.

მისივე თქმით, ასეთ არჩევნებს მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

„ჩვენ ვიცით, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში სრულ კონტროლს ახორციელებს
რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ასეთი ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია. ასეთ არჩევნებს ჩვენ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება საქართველოს საგარეო უწყება და აცხადებს, რომ აღნიშნული  უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იტვირთბა....