არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაქრაძე – მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომელის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს

ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებასა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, მან მხარი პროფესიონალიზმს დაუჭირა.

ბუნებრივია მე მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას და მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომელის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მთაწმინდელებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

იტვირთბა....