არჩევნები ახალი ამბები მთავარი

მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება – კახაძე

დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებს და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას,  ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში როგორც ღირსეული ქვეყანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ლადო კახაძემ მადლობა “ქართულ ოცნებასაც” გადაუხადა.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო, ვინც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის მიმართ. მადლობა იმ ჩემს ოჯახსა და გუნდს, ვისაც მე წარმოვადგენ – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება. თბილისის ეს უმშვენიერესი ნაწილი აუცილებლად განახლდება. განახლება იმ გაგებით, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის საკითხები. განხორციელდება ახალი თვალსაჩინო პროექტები და შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

 

იტვირთბა....