aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს – ივანიშვილმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია.

„პირველი ტურის დროს ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ვნახეთ კიდეც და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათან ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“,- განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

იტვირთბა....