“მთავარი საკითხი, რომელიც მთაწმინდაზე მეორე ტურში დგას, შემდეგია: შესაძლებელია თუ არა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არჩევნებით? თუ მოიგებს შალვა შავგულიძე, ესე იგი შესაძლებელია. თუ არა, გაძლიერდება მათი პოზიცია, ვისი აზრითაც ამ რეჟიმს არჩევნებით ვერ დაამარცხებ. ესე იგი, ან მარადიულ ბიძინოკრატიას უნდა შევეგუოთ, ან მორიგი რევოლუციისთვის ვემზადოთ (რომლის პერსპექტივაც, რომც გვინდოდეს ასეთი რამე, დიდად არ ჩანს). ის პარტიები/კანდიდატები, ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, მაგრამ არ დაუჭირა მხარი მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს (გირჩი, ელისაშვილის გაერთიანება, მარტოხელა გმირი გეგელია), ან ფიქრობენ, რომ საქართველოში საარჩევნო დემოკრატიული მექანიზმები უკვე დამკვიდრებულია (ანუ პოლიტიკურად ბეცები არიან), ან ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიის ინტერესს საკუთარი „სიწმინდის“ მირაჟის შესანარჩუნებლად „იკიდებენ“ (ანუ ეგოისტი ნარცისები არიან). მე მგონი, ძალიან მარტივია ყველაფერი.”
გია ნოდია