ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

რაც დღეს საქართველოში ამფეტამინის მოხმარების თვალსაზრისით ხდება, უკვე ყველა საზღვარს გადასცდა – ნარკოლოგი

“რაც დღეს ხდება, ამფეტამინის მოხმარების თვალსაზარისით, საქრთველოში უკვე ყველა საზღვარს გადასცდა. კატასტროფის წინაშე ვდგევართ და გამოსავალიც არ ჩანს, ვინაიდან ამ ნივთიერების მომხამარებლები არ თვლიან, რომ ეს არის პრობლემა. ახალი მიდგომები რაც დღეს მსოფლიოშია არც ინერგება და არც საუბრობს ამაზე არავინ. უნდა ვისაუბროთ როგორ შევამაციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ამ ნივთიერებას და რას მივიღებთ შორეულ პერსპექტივაში, თუნდაც 5 წლის შემდეგ. ის ფსიქოპოთალოგია რომელიც ვითარდება ამ ნივთიერების მოხამრების დროს დიდ შეშფოთებას იწვევს და განვითარებული ქცევითი და ფსიქიკიკური აშლილობა ძალიან რთული სამართავია და ზოგჯერ საერთოდ უმართავიც . პერსპექტივაში მივიღებთ ძალიან დიდ კოჰორტას ადამიანების, რომლებიც ორმაგი დიაგნოზების მქონე იქნებიან. დღევანდელი სისტემა მაგისთვის არ არის მზად და არც უჩანს პირი, რომ მოემზადება ან რამეს იზამს. თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ და არ დავნერგეთ საერთოშორისო პრაქტიკა ამ ნივთიერების ზიანის შესამცირებლად, ნამდვილად დიდ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. მარტო მედიკალიზაცია ამ პრობლემის არაფერს მოიტანს, სჭირდება სოციალური მიდგომების განვითარება რითი დავეხამროთ ასეთ ადამინებს, ვინც აირჩია ეს გზა”

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....