ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სახელმწიფოებრივი საქმეებით რომ დაკავდე, სხვა თვისებებია საჭირო” – პუტინი ზელენსკიზე

რუსეთის ლიდერი, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ ლიდერს, ვლადიმერ ზელენსკის და დასძინა, რომ ის კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია, ვინმე ითამაშო, მეორე კი – იყო ვინმე.

„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა – ის კარგი მსახიობია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.

მის ბოლო სიტყვებს დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა. „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ითამაშო, ტალანტია საჭირო.

„ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია – გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა – „პრინცის“ და „ღარიბის“. იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ – განაცხადა პუტინმა.

წყარო – “ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....