ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჭიათურაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის პირდაპირ კორუფციულ ინტერეს” – ჭიაბერაშვილი

ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

““ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება ჰესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება, თავდაპირველად თავად შექმნა, მაგრამ რატომ გახდა სპეცოპარაციის ჩატარება პანკისის ხეობაში, როცა ანალოგიური ტიპის პრობლემები ჰესებზე სხვა რეგიონებშიც არის? ხომ არ იკვეთება აქ გარკვეული კორუფციული ინტერესები მთავრობის მხრიდან?”

ასევე, ჭიათურაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის პირდაპირ კორუფციულ ინტერესს, რომელიც რომ არ ყოფილიყო, კომპანია გაცილებით მეტად მოახერხებდა მუშებისათვის ხელფასების გაზრდას და სულ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.

საქართველოს მთავრობამ საკუთარ კერძო ინტერესიბიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულება წამგებიან ხელშეკრულებაში გაცვალა – თურნავამ უნდა ახსნას, რა მდგომარეობაა “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურანლისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ამჟამად პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.

იტვირთბა....