aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ახალი არაფერი მოგვისმენია, რატომ ვკარგავთ დროს?” – გოცირიძე თურნავას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, გამოსვლით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. “ახალი არაფერი მოგვისმენია, საუბარია იმაზე, რაც უკვე წერია მედიაში და ვისმენთ ტელევიზორში. რატომ ვკარგავთ დროს?“- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მინისტრის მოხსენებით ასევე უკმაყოფილოა “ევროპული საქართვლოც”:

ეკონომიკის მინისტრი მოწვეულია სხვა თემებზე და ამ 20 – წუთიან გამოსვლაში არც ერთ მათგანზე არ ისაუბრა, ამაზე ძალიან ვწუხვარ, – ასე მიმართა საკომიტეტო მოსმენაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. მისი განცხადებით, შეუძლია ყველა წარმოდგენილ საკითხზე შეეწინააღმდეგოს მინისტრის მოსაზრებას, ვინაიდან, მისი თქმით, ის მცდარია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი სხვა საკითხზე არსებობს, მინისტრის მიერ წამოჭრილ თემებს არ ჩაყვება.

იტვირთბა....