გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში, უკვე მეოთხე დღეა, რაც ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლმა 600 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გაანადგურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო 70 წლის განმავლობაში გერმანიაში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 150 მეხანძრე, ასევე ავიაცია.