ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ექოვეივსის“ ფარგლებში, საქართველოში ცნობილი დიჯეი, ნინა კრავიცი ჩამოვა

ცნობილი არტისტი, ნინა კრავიცი, საქართველოში ჩამოვა. კრავიცი საქართველოს, კერძოდ კი ანაკლიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალ – „ექოვეივსისს“ ესტუმრება.

„ექოვეივსი“​ ანაკლიაში 22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ამ ეტაპზე ცნობილია ფესტივალის „ლაინაფის“ ნაწილი, ივნისის თვის ბოლომდე კი, სრულად გახდება ცნობილი 150 შემსრულებლის ვინაობა.

„ექოვეივსი“ 2019 ისეთ არტისტებს უმასპინძლებს როგორებიც არიან: Adriatique, Ben klock , DJ Tennis Kink.

ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა და 150-მდე დიჯეის, 10 000 მეტ სტუმარს უმასპინძლა.

იტვირთბა....