გიხაროდენ, ხალხნო, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა, პირადი ტიპები ხვდებიან სახელმწიფო სამსახურში უმაღლეს თანამდებობაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა უზენაესი სასამართლო, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
„ჩვენი ქვეყნის სირცხვილად ჩამოყალიბდა შემდეგი ფაქტი – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არის ივანიშვილის პირადი ექიმი, დაცვის უფროსი არის დაცვის სამსახურის უფროსი, მეორე დაცვის უფროსი არის სუს-ის უფროსი, პირადი ასისტენტი იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა პირადი ვექილი ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამაზეა, გიხაროდენ ხალხნო, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა, პირადი ტიპები ხვდებიან სახელმწიფო სამსახურში უმაღლეს თანამდებობაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა უზენაესი სასამართლო, რადგან ფორმალურადაც არ იცავს უკვე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი წესს, რომ დისტანცირებული იყოს პოლიტიკური პროცესებისგან. ეს არის უკვე თავხედობა და თავხედობას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მანამდე შეძლებენ, ვიდრე ამის საშუალებას ქართული საზოგადოება მისცემს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია მთაწმინდის რაიონში შუალედური არჩევნების მეორე ტური, რადგან საკითხი დგას ასე, შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს და უზენაეს სასამართლოში მონსტრების კორპორაციის ბოლომდე კორელაცია გაუჭირდება ივანიშვილს.
„შალვა შავგულიძე თუ ვერ გაიმარჯვებს, ივანიშვილს გზა ხსნილი ექნება, რათა თადუმაძე უზენაესში დანიშნოს და მთლიანად ჩააბაროს მურუსიძეს ჩვენი სასამართლო და ახლა კი არ გვექნება ეს პრობლემა, გვექნება ხვალ, ზეგ, მაზეგ, შვილებს და შვილიშვილებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.