მთავარი ციტატა

“ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლების შეიცვლება”

“დღეს მთლიანად ოპოზიცია-20 პარტია და სამოქალაქო მოძრაობა შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური შედეგები შევაჯამოთ. 300 ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული. ამ პროცესს გავაგრძელებთ. სახეზეა უპრეცედენტო კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ყველამ იცის, რომ ეს სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას უნდა შეიცვალოს გაცილებით უფრო სამართლიანი სისტემით. ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ. “ქართულ ოცნებას” საშუალება მივცეთ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული პოლიტიკური გზით განახორციელოს ეს პროცესი”.

გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი

იტვირთბა....