ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ კალანდიას ბაბუა – ალბათ ყველას ინტერესშია რომ დააკავეს -ხელისუფლებისა და ოპოზიციის

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბაბუის, ბორის კაკუბავას განცხადებით, მისი შვილიშვილი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა და ყველაფერი გაირკვევა.

მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას დაკავების ინტერესი როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას ჰქონდა.

„ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. ყველაფერი გაირკვევა. ალბათ ყველას ინტერესშია რომ დააკავეს- ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი კი არის ამ ქვეყნის დამხობა და ამოტრიალება. ჩემი შვილიშვილი არაა დამნაშავე და მას ღმერთი იცავს.
ტყუილი ბრალდებებია ჩემს მიმარათაც, რომ მოწმეებზე ვახდენდი ზემოქმედებას. არავითარი ფაქტი არ არსებობს”, – განაცხადა ბორის კაკუბავამ.

იტვირთბა....