ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებაა – სალომე ზურაბიშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავლების უფლება დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციის მიღებას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებაა.

“ეს არის ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატება და უფრო დიდი იმედი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რომელიც სახლში დაბრუნებას ელოდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში 79 მხარდამჭერით 15-ის წინააღმდეგ საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიიღო.

იტვირთბა....