ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ, მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო მონაწილეობას.
“ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა, მათ შორის, საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ე.ი. ის ღირსეული ადამიანია და ძალიან კარგია, თუ ასეთი ადამიანების უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერია. ამას მივესალმებით ნამდვილად და ეს ჩვენი კონკურენტების პრობლემაა, თუ ისინი ამაში საფრთხეს ხედავენ,” – უთხრა “რუსთავი 2”-ს საკრებულოს დეპუტატმა.