ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტის განცხადება, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით, იყო პრემიერთან იყო შეთანხმებული

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან.

აღნიშნული განცხადება მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვის  –  პრეზიდენტის განცხადებები საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმებული იყო თუ არა პრემიერმინისტრთან, საპასუხოდ გააკეთა.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს განცხადება იყო შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ხატია მოისწაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლონ მუშაობა და ეს სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს“.

იტვირთბა....