ალბათ, შალვა თადუმაძეს აქვს ამის სურვილი და მე პრობლემას ვერ ვხედავ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„კანდიდატურის წარდგენის საშუალება ყველას ჰქონდა. ეს მოთხოვნა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ექსპერტების მხრიდანაც. ალბათ, შალვას აქვს ამის სურვილი და მას სჯობს დაუსვათ ეს კითხვა, მაგრამ ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ”, -განაცხადა კახი კალაძემ
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კანდიდატურაცაა.