aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბახტაძის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამუკა ბახტაძის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნისას საუბრისას.

მერმა ასევე მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მამუკა ბახტაძე პირადად იყო ჩართული ჩვენი საარჩევნო პროგრამის შედგენაში და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია. ამით ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რომ არა ის მხარდაჭერა, რაც პრემიერ-მინისტრის, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დღეს დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.

იტვირთბა....