აფხაზეთის ომში დაკარგული შვილი დედამ ახლა, 24 წლის შემდეგ იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს.
ბიჭის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვიდეოს კომენტარებში მოქალაქე სალომე ბუცხრიკიძე წერს:
“ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო. წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით. დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად, თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში”, – წერს ბუცხრიკიძე.