„ვფიქრობ, კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის, შესაბამისი კვალიფიკაციის ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე. ის, რომ ბატონი შალვა გენერალურ პროკურორადაა არჩეული, მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე, თუმცა ბუნებრივია, მისი კანდიდატურა არის მსჯელობის საგანი“.
მარიამ ჯაში, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე