ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრემიერი – ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა კონკურსში

“ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის შერჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტაანდარტების დაცვით ხდება”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნას.

“ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....