aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

თურქეთის პროკურატურამ მწერლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – მათ შორის არის ელიფ შაფაქი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პროკურატურამ მწერლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

“გარდიანის” ინფორმაციით, მომხდარს აქტივისტები თავისუფალი სიტყვისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებენ.

თავდაპირველად, მწერალ აბდულლაჰ შევქის წიგნის ერთი გვერდის “ტვიტერზე” გამოქვეყნებისას, რომელშიც აღწერილი იყო ბავშვზე ძალადობის სცენა, პედოფილის თვალით. მომხდარის შემდეგ, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ მწერლის მიმართ გამოძიება დაიწყო. აბდულა შევქი და მისი გამომცემელი უკვე დაკავებული არიან.

გაზეთ „აჰვალის“ ცნობით, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა ხელისუფლებას საჩივრით, აიკრძალოს წიგნი და პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც ავტორი, ისე წიგნის გამომცემელი, ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და დანაშაულებრივი ქმედების წაქეზებისათვის.“

სწორედ ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაიწყო სხვა მწერლების წიგნებიდან ნაწყვეტების გავრცელება. მათ შორის არის ელიფ შაფაქი, რომელიც ამბობს რომ ათასობით შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო, ხოლო პროკურორმა მოითხოვა მისი ორი რომანის „თვალთახედვისა“ და „ევას სამი ქალიშვილის“ შესწავლა.

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ინგლისის მწერალთა ასოციაცია ეხმაურება,

როგორც მისი დირექტორი ამბობს ელიფ შაფაქი უნიჭიერესი მწერალია და არასდროს უნდა იყოს დანაშაული, რომანი დაწერო ან კომენტარი გააკეთო მსოფლიოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

იტვირთბა....