ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცდილობენ ცეცხლის ანთებას ნაკვერჩხლებიდან, რომელიც არ ინთება” – მდინარაძე

ცდილობენ ცეცხლის ანთებას ნაკვერჩხლებიდან, რომელიც არ ინთება, – გაანცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრისას.

მდინარაძემ ასევე დაამატა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს, პრობლემების შექმნას და საზოგადოებას გადაჭარბებულ ინფორმაციებს აწვდის.

” ექვსი წელი ხომ იძახდნენ, რომ “ქართული ოცნება” უნიათოა, ეს “უნიათო” მესიჯი არ წავიდა კარგად როგორც ჩანს და ახლა ბიზნესსაც ვურტყამთ. ორი ქეისი გამოძერწეს. მათგან ერთი ქეისი იყო, სადაც ბანკის პარტნიორებს არ ჰქონდათ პრეტენზიები. მათი და ეროვნული ბანკის პოზიცია ემთხვეოდა ერთმანეთს. აქედან ცდილობენ დღესაც ცეცხლის გაღვივებას, რომელიც არ აინთო. არ არის პრობლემატური ეს საკითხი. პარტნიორები, ეროვნული ბანკი, ყველა ოფიციალური პოზიცია, თუ არაოფიცოლური, ემთხვეოდა ერთმანეთს. მოლაპარაკებები არ გახდა საჭირო, ისე დაეთანხმნენ ბანკის პარტნიორები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და მაინც რაღაცას ქექავენ. სხვა არგუმენტები, ეტყობა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ცდილობენ, რაღაცა ახალი კერის გაღვივებას, რომელიც არ ღვივდება”,-აცხადებს მდინარაძე.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ “TBC ბანკთან” დაკავშირებით ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს და ეს აძლევთ საბაბს, ისაუბრონ, რომ ეს ორკესტრირებული შეტევაა ბანკზე.

იტვირთბა....