“პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ როგორც მინიმუმ, სასჯელი იყო დისპროპორციული. ამავე საქმეზე სხვა ადამიანიც იყო დაკავებული, რომელიც ორ დღეში გაათავისუფლეს, მაგრამ კირკიტაძე ჩასვეს, ჩასვეს იმიტომ, რომ იცოდნენ, კირკიტაძის პოლიტიკური ფასი. ველოდებოდით მის გათავისუფლებას, უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა კირკიტაძე იქ,სადაც არ უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო გახარიას ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, შავზე იძახა თეთრიო. თუ რამე იყო დანაშაული, ის იყო დანაშაული, რაც გაგვიკეთეს, კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა”.
ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
დღეს ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს, მანამდე მან ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა