aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი.

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

იტვირთბა....