სასტუმრო “ვეძისი” საბურთალოზე, ზოვრეთის 32-ში მდებარეობს და სტუმარს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, კომფორტულ დასვენებას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს სთავაზობს.
“ვეძისის” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი მანუჩარ ვაჩაძე, “მეტრონომთან” ამბობს, რომ სასტუმრო მორგებულია ევროპულ სტანდარტებს და მაქსიმალურად ცდილობს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს ნებისმიერ სტუმარს.
„მეტრონომის“ წარმომადგენლები თავად დავრწმუნდით „ვეძისის“ მენეჯერის გამოთქმული აზრის სამართლიანობაში. მყუდრო, ულამაზეს გარემოში შექმნილი კომფორტული ნომრები და მწვანეში ჩაფლული უმშვენიერესი ეზო კიდევ უფრო მიმზიდველს ქმნის ნირს, სადაც სტუმარმა უნდა იცხოვროს. დასვენების გარდა, თუკი ბიზნეს-წრეები კონფერენციებისა თუ ვორქშოფების მოწყობას მოინდომებენ, ულამაზესი საკონფერენციო დარბაზი სრული, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობებით ყოველთვის მზადაა მშვიდი გარემო შეუქმნას სტუმრებს.
“სასტუმრო 2008 წელს გაიხსნა 15 ნომრით. აქედან 11 ოთახი ორადგილიანი, ნახევრად ლუქსია, 4 კი – დიდი საწოლით. სასტუმროს შეუძლია ერთდროულად 45 ადამიანს გაუწიოს მომსახურება. ზოგადად სასტუმრო გათვლილია ბიზნეს კლასსა და დიპლომატიურ კორპუსზე, თუმცა ბოლო წლებია, სეზონურად ტურისტულ მომსახურებაზეც გადავედით. “ვეძისში” დასაქმებულია 20 ადამიანი.” – განაცხადა მანუჩარ ვაჩაძემ.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, სასტუმრო საბურთალოზე მდებარეობს და ამ რაიონში, აღნიშნულ ბიზნესში ერთ-ერთი წარმატებულია. ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი სასტუმროებისგან განსხვავებით, “ვეძისში” არის დიდი ნათელი ოთახები და ულამაზესი ხედები, რაც ძალიან იშვიათია.
“ოთახები გამოირჩევა სიდიდით, ჰიგიენითა და სიმყუდროვით. რაც შეეხება მდებარეობას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრივილეგია გვაქვს, რადგან მსგავსი ხედები იშვიათია” – განაცხადა “მეტრონომთან” სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა.
სასტუმრო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზით, აუზით, რესტორნით, ბარითა და საუნით.
“სასტუმროში ტარდება საერთაშორისო სტანდარტების კონფერენციები, სადაც დარბაზი, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და ტექნიკით, რაც საკონფერენციო მომსახურებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე სასტუმროში ფუნქციონირებს საცურაო აუზი, რომელიც მუშაობს ყველა სეზონზე და მასში ტემპერატურა კონტროლდება ყოველდღიურად. “ვეძისში” ჩამოსული სტუმრებისთვის სასტუმროში განთავსებულია ბარ-რესტორანი, რომელიც მომხმარებელს ევროპულ და ქართულ სამზარეულოს სთავაზობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ” – განაცხადა მანუჩარ ვაჩაძემ.
სასტუმროს ფასები მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. დღეს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე “ვეძისის” ფასები სტაბილურია, რაც არანაირად არ მოქმედებს ამ კომპანიის უმაღლეს ხარისხზე.
სასტუმრო “ვეძისი”, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში, მომხმარებელს, განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს, რითაც საშუალებას აძლევს თუნდაც ახალი წლის საღამო, მყუდრო და კომფორტულ გარემოში, შეღავათიან ფასად გაატაროს.
უმიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წლის წინ სასტუმრომ მიიღო მეოთხე ვარსკვლავი .
საბოლოოდ, დიპლომატებისა და დელეგაციების სტუმრობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სასტუმრო მაღალ სტანდარტებსა და მომხმარებლის მოთხოვნაზეა გათვლილი.