ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდ დიღომში არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ერთ-ერთ ცენტრალურ, არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ადაპტირებული ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და ორი ფენა ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ასევე, ბაღთან „ხუთკუნჭულა“ მისასვლელი გზა მოწესრიგდება. ჯამში, გზის საფარი 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. ამ დროისთვის კი, ბორდიურის და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ეს დიდ დიღომში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აქ არსებულ საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ კი, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ტრანსპორტისთვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 073 560
ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ცეკური“ ასრულებს.

იტვირთბა....