ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-სთან ჩაშლილი სამიტის გამო, კიმ ჩენ ინმა დიპლომატები სიკდილით დასაჯა 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დიპლომატები დახვრიტა. სასიკვდილო განაჩენი მან კიმ ჰიოკ-ჩოლის და კიდევ 4 მომლაპარაკებელს გამოუტანა.

საქმე ეხება აშშ-სთან ჩაშლილ სამიტს, ამავე სამიტზე კიმ ჩენ ინის უკმაყოფილება დაიმსახურა თარჯიმანმა შინ ჰე-იონმაც, მას  შეცდომით თარგმანისთვის, ლიდერის ავტორიტეტის შელახვაში დასდეს ბრალი და დააპატიმრეს.

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, დიპლომატებს სასიკვდილო განაჩენი მარტში, ფხენიანთან ახლოს, მირიმის აეროპორტთან აღსრულდა.

იტვირთბა....