ადვოკატ ჯემალ კიკნაძის თქმით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ უკანონოდაა დაკავებული. “ის ამბობს, რომ “იაფი სახლის” პროექტის მშენებლობის დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონია” – აცხადებს კიკნაძე.
მისი განმარტებით, მალე შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოს წარედგინება და დადასტურდება მისი უდანაშუალება.
შეგახსენებთ, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურამ განახორციელა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით რამდენიმე ყოფილი ჩინოსანი დააკავა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.